Saturday, April 18, 2015

დღე-8

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით კიდევ ერთხელ გავიაზრე ფასილიტაციის მნიშვნელობა როგორც საუკეთესო გზა-მკვლევი. ძალიან მომეწონა ტექნოლოგიებით ფასილიტაცია რადგან მოსწავლეს არ უწევ ზედმეტი დროის ხარჯვა ტექნიკური სამუშაოებისთვის, გამზადებული შაბლონი კი ეხმარება სწორი მიმართულების შენარჩუნებაში. არ ვიცოდი ბმულების გაკეთება, მომეწონა და თურმე ძალიან პრაქტიკული რამეა სწრაფი წვდომისთვის, აუცილებლად გამოვიყენებ პირადი ბლოგის წარმოებისას. ურთულესი დავალება გვაქვს: თეთრი და შავი ოპონენტობა. ეს იგივეა 2 სხვა პროექტზე დაფიქრდე და გაანალიზო შემდეგ კი შეძლო მისი შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა და რჩევის მიცემა. იმედია შევძლებ!!!

Thursday, April 9, 2015

მე-7 დღე

დღეს ვიმუშავე უკუკავშირის ფორმებზე.გავეცანი მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკას და სავარაუდო ნაშრომის შექმნის პროცესს.კვლავ ვიმუშავე სლაიდების შექმნაზე.

Sunday, April 5, 2015

დღე- მე-5

განვიხილეთ მე-3 მოდული. კავშირები.
გავეცანით უკუკავშირის არსს,საავტორო უფლებებს.შევქმენით ბიბლიოგრაფიის ფაილი.
ვისწავლეთ სლაიდის შექმნა. შევქმენით პროექტის საპრეზენტაციო ფაილი   განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.


Saturday, April 4, 2015

დღე-4

შევისწავლე პროექტზე მუშაობის პოცედურები.გავიაზრე თითოეული ეტაპის მომზადების მნიშვნელობა საბოლოო შედეგისათვის.
გავეცანი მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს მუშაობის პროცესში.

Sunday, March 29, 2015

დრე მე-3

დღევანდელი მეცადინეობა მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის. ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვის მომდევნო საფეხური. საინტერესოა კითხვების შემუშავება-კოპირება-გდატანის პროცესი.მოვიხიბლე ტრენერის გულისხმიერებით, რაც მაძლევს სტიმულს.თუმცა მეძნელება ათვისება.

Saturday, March 28, 2015

დღე-2

თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და ხერხებში გათვითცნობიერების თვალსაზრისით დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გავეცანი პროექტების შედგენის ტექნოლოგიას.რასაც გამოვიყენებ სწავლებაში.